19:26 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 18:06:06, 282 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც

აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - ნამდვილად, უტყუარად და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ემოციურ განზომილებებში, არამედ სამართლებრივადაც, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

როგორც გვარამია განმარტავს, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის.

„აი, ამას შეიძლება მოყვეს ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური გაგრძელება საერთაშორისო სამართალში, პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში და არა პოლიტიკოსის გაქცეულ სიტყვას. აი, ამაზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაში სჭირდება ამ კაცს ამის თქმა, ეს არის სრულიად გაუგებარი და ძალიან საეჭვო. რატომ გამოდის რევიზიონისტად ქართველი იმ თემაში, სადაც საქართველო სრულიად გამარჯვებულია და საკითხი, თუ ვინ დაიწყო ომი და როდის, დახურულია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის (7 აგვისტოს საღამოს, რუსეთმა)”, - წერს გვარამია 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics