|
2019-12-03 10:53:14, 827 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ პარიზში თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების საკითხებზე შეხვედრები გამართა
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა და ბიზნესსაბჭოს წევრებს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მაია ბითაძის თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოსვლისა და პროექტებში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ფრანგულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე. რამდენიმე ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მეტროს რეაბილიტაციის პროექტს გაეცნონ და ამ მიზნით უახლოეს მომავალში თბილისს ეწვიონ. კომპანიების ნაწილი დაინტერესდა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტებით. ხოლო ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის „სეტეკი" - საბაგიროების მოწყობით", - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე განმარტებით, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფრანგული კომპანია „სისტრას" პროექტის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო თბილისში ტრანსპორტის განვითარებას და სამარშრუტო სქემებს. „ამავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო გამოყოფს 500 000 ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც თბილისში სანიაღვრე სისტემის კვლევისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემის მოწყობის პროექტს მოხმარდება. აღნიშნული კვლევა 2020 წელს განხორციელდება", - განაცხადა ბითაძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)