|
2019-12-02 18:40:23, 1302 ნახვა
საზოგადოება
ხოშტარია „გაბედეს“ წევრებზე: პოლიციამ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ბავშვები და მას შემდეგ მივიდა, როცა კარგად სცემეს
„პოლიციამ პირდაპირ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები და მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია მცხეთაში, ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებას. მისი შეფასებით, ეს არის სახელწიფოს ძალადობრივი, მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ. „მოძალადე მონები, ამ შემთხვევაში ხუნდაძის სახით, იმიტომ, რომ ებღაუჭებიან ძალაუფლებას, წავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე. ახალგაზრდებს მიუქსიეს მერიის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ახალგაზრდა და "გაბედეს" წევრი და ასევე სხვა ახალგაზრდები "გაბედედან" რჩებიან დღეს საავადმყოფოში იმიტომ, რომ ტვინის შერყევა აქვთ, სასტიკად არიან ნაცემები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მათი მონაყოლიდან პირდაპირ ჩანს, პოლიციამ პირდაპირ მათ ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები. მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს ბავშვები, ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ იქნა გადაყვანილი.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)