|
2019-11-29 16:11:07, 2978 ნახვა
საზოგადოება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი დაემატება
საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე დაყრდნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) ავტობუსები დაემატება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება გააფორმეს. „ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას გამართულად მოემსახუროს და ჩანაცვლდეს ის ყვითელი ავტობუსები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ჩანაცვლების პროგრამა უკვე დავიწყეთ, შემოყვანილი გვყავს ახალი ავტობუსები და საზოგადოებაც ხედავს ქალაქში მოძრავ 10-მეტრიან და 8-მეტრიან ახალ ავტობუსებს. დღევანდელი ხელშეკრულებით გამოიყოფა 80 მილიონი, საიდანაც 65 მილიონი მოხმარდება დამატებითი ავტობუსების შემოყვანას. გარდა ჩანაცვლებისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ავტობუსების დამატება. გვაქვს უბნები რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხნიანი ლოდინი უწევს მგზავრებს. ეს პრობლემა აუცილებლად იქნება მოგვარებული. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ საზხოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ. დღესვე, კატარინა ჰანსენმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას. პროექტი წარმოადგენს 2016 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს სესხს 80 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო - დეპოს მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის შეიძინეს და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.
(NS)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)