|
2019-11-29 12:29:27, 1361 ნახვა
საზოგადოება
„არ აქვს მნიშვნელობა ვის დაიჭერენ, ბრძოლა არ დასრულდება“ - გიგი უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ ძალიას გამოყენებით გაიყვანა, აქციაზე ტაქსით დაბრუნდა. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ ვინაიდან აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მის მოწოდებებს შეიძლებოდა ვითარების ესკალაცია გამოეწვია და ტერიტორიიდან მისი განრიდება ამ საფუძვლით მოხდა. „რაღაც ამდაგვარს ველოდი, რამდენიმე დღეა რაციაში გადმოცემენ. ისე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიციელის შუაში აღმოვჩნდი, უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ თქვენ ბრაძნდებით ერთ-ერთი ლიდერი და თქვენ სიტყვას შეიძლება ესკალაცია მოყოლოდა და გაგარიდეთო“, - განაცხადა უგულავამ. მანვე აღნიშნა, რომ დაკავებების მიუხედევად, ბრძოლა არ დასრულდება. „არაფრის მაქნისი საქმით არიან დაკავებული. არ აქვს მნიშვნელობა ვის დაიჭერენ, ეს ბრძოლა არ დასრულდება ამით. თუ ჩვენ როგორც საზოგადოებამ ეს გადავყლაპეთ, მაშინ აღარ ვიქნებით როგორც საზოგადოება. ეს ეხება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც და ნებისმიერ სხვას. ვინ მოგვწონს, ვინ არ მოგვწონს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ასეთი საუკუნის მზაკვრობა გავა, გავა ყველაფერი. მაშინ ჩვენ უნდა ჩავაბართო ჩვენი ქვეყანა. ამის საპირწონე ერთადერთი რამეა, ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა. ამიტომ, დაჭერა იქნება, განრიდება იქნება, მარსზე გაფრენა იქნება, აბსოლუტურად არაფერი იქნება. ხომ ნახეთ ივანიშვილი იმუქრება, ამ კაცს თავგანწირვა ცუდი სიტყვა გონია. ამდენი თავდანგწირული ადამიანი უნდა აშინებდეს, ამიტომაც არის დამფრთხალი“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)