|
2019-11-27 14:21:06, 1577 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 6 დეკემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 ნომინაციაში ამდენივე გამარჯვებული გამოვლინდება. მათ შორის დასახელდებიან საუკეთესოები ახალ ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”, “H2O Water Saving Award”- ეს ნომინაცია შეიქმნა სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy. წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იქნება, მას საიუბილეო საღამოს ფორმატი ექნება გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.
(R)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)