|
2019-11-26 17:04:08, 1467 ნახვა
საზოგადოება
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 21 ოჯახს გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. „ამ პროექტის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვისაუბრე ამ პროექტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ჩვენ დავეხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებდათ. ადამიანები წლები ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით 800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად დიდ დიღომში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ.
(NS)
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)