|
2019-11-14 17:36:36, 983 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება
ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, საპასუხო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ პირველი შეხვედრა გამართა ლატვიის ვიცეპრემიერთან, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისთან. შეხვედრაზე ლატვიის იუსტიციის მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმამ, აგრეთვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილმა რეფორმებმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ლატვიელ კოლეგას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ემყარება და აღნიშნა, რომ სპეციალიზებული სისტემა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნებოდა ორიენტირებული, საქართველოს მანამდე არასოდეს ჰქონია. ამ მხრივ კოდექსი ინოვაციურია და საინტერესოა არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც. ქართული მხარე დაინტერესდა ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილებით ალიმენტის საგარანტიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებითაც. აღნიშნული ფონდის ადმინისტრაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მის დაარსებას საფუძვლად ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს. საქართველოს ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ იანის ბორდანისის მიწვევით იმყოფება.
(NS)
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)