14:10 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 13:00:55, 243 ნახვა

პოლიტიკა
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის

საბოტაჟში და სამშობლოს ღალატში უკვე გამოწრთობილი საქართველოს ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის და ანაკლიის პორტის, როგორც საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოებრივი პერსპექტივის დასამარებას აგრძელებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოტაჟია და საქართველოს ინტერესების მტრობა ანაკლიის პორტის დაპატარავება და მცდელობა, რომ ის არ იყოს იმ მასშტაბის, რაც დღეს შუა დერეფანს და იმ უდიდეს სავაჭრო პოტენციალს სჭირდება, რომელიც შუა დერეფანს აქვს.

„კერძოდ, ამ კონკრეტულ მომენტში შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა", საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ახლა „სამუშაოებს" ატარებს ანაკლიაში, წარადგინა ახალი გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასება], გენერალური გეგმის დოკუმენტი გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომელშიც ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ დეტალებს, რომელიც ეხება ანაკლიის პორტს. კერძოდ, დაპატარავებულია როგორც პორტის ფსკერდაღრმავების სამუშაოების მოცულობა, ასევე არხის და პორტის მასშტაბი.

20.31 მეტრი სიღრმე ანაკლიის პორტს შესაძლებლობას აძლევდა, რომ პანამაქსის ტიპის, დღეს თანამედროვე და ყველაზე დიდი მასშტაბის გადამზიდი საკონტეინერო გემები მიეღო შეუფერხებლად მათ შორის უამინდობის დროსაც. სიღრმის 18 მეტრამდე შემცირებამ, მაგალითად უამინდობის პირობებში შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები.

არხის სიგრძის 2 ათასიდან 1800 მეტრამდე შემოკლება აგრეთვე შეაფერხებს ყველა ტიპის გემის მიღებას ამ პორტში და ფსკერიდან 7.5 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, 5 მილიონი ფსკერული მასალის ამოღება საგრძნობლად აპატარავებს პორტის მასშტაბს და ხელს უშლის "პანამაქსის" [გემების ზომის საერთაშორისო სტანდარტი] ტიპის გემების მიღებას ამ პორტში.

რა მიზანს ემსახურება ის, რომ პორტი, რომელსაც ჰქონდა პარამეტრები საერთაშორისო ღრმაწყლოვანი პორტისა, დაიყვანეს ამ მასშტაბამდე, არის აბსოლუტურად გაუგებარი. იქ არის ჩატარებული ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პორტს შეუძლია და აქვს პოტენციალი ამ მასშტაბებით მიიღოს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გემები, მაგრამ ამ მასშტაბების დაპატარავებით ვერ ვხედავთ სხვა ახსნას გარდა პოლიტიკური უსაფრთხოებრივი საბოტაჟისა, რომელსაც „ქართული ოცნება" თანმიმდევრულად აწარმოებს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ რუსული ინტერესების სასარგებლოდ უკვე 10 წელია.

10 წლის წინ, როცა ამ პროექტზე ლაპარაკი დაიწყო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ მართული „ანაკლიის კონსორციუმისთვის" სამუშაოების შესრულების საშუალება რომ მიეცათ, უკვე 2020 წელს ეს პორტი მიიღებდა "პანამაქსის" ყველაზე დიდი მასშტაბის გემებს, მაგრამ მაშინ დაიწყო ეს საბოტაჟი და უკვე 10 წელია ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ლევან დავითაშვილის, მარიამ ქვრივიშვილის და სამშობლოს ინტერესების სხვა მტრების ხელით, ყოველ წელს და 6 თვეში ერთხელ ავადებენ პორტის სამუშაოების დაწყებას, ავადებენ ამ პორტის გახსნას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თქვენსა და ჩვენს შვილებს აკარგვინებენ პერსპექტივას, რომ საქართველო ერთ თაობაში, რამდენიმე წელიწადში გახდეს საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის განუყოფელი ნაწილი და განვითარებული და ცივილიზებული ქვეყნების სიაში ჩაეწეროს, როგორც მდიდარი, ძლიერი, განვითარებული და უსაფრთხო სახელმწიფო.

საბოტაჟია და საქართველოს ინტერესების მტრობა ანაკლიის პორტის დაპატარავება და მცდელობა, რომ ის არ იყოს იმ მასშტაბის, რაც დღეს სჭირდება შუა დერეფანს და იმ უდიდეს სავაჭრო პოტენციალს, რომელიც შუა დერეფანს აქვს“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics