|
2019-11-12 13:01:26, 807 ნახვა
საზოგადოება
მაია ზავრაშვილმა ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორიის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ლაბორატორიის განახლებაში უნივერსიტეტის გარდა, კერძო სექტორმაც მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მუზეუმს, ის საქართველოში ერთ-ერთი ძველია და სასწავლებელში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის გახსნის შემდეგ ფუნქციონირებს. მუზეუმი წლების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა სტუდენტების სასწავლო პროცესში, თუმცა, ბოლო ათწლეულებია, მისი სათანადო აღდგენა ვერ ხერხდებოდა. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სასწავლო-სამეცნიერო ნიმუშებიც, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდების ჩასატარებლად. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, მაია ზავრაშვილმა საქართველოში სამთო საქმის განვითარებასა და აღნიშნული სექტორის რეფორმის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წიაღის სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ექსპორტის თითქმის მესამედი სამთო მოპოვებაზე მოდის. „საქართველო საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, თუმცა მათი დიდი ნაწილის ათვისება ვერ ხერხდება. წიაღის რეფორმის მთავარი ამოცანაა, დარგში საერთაშორისო სახელის მქონე ინვესტორების მოზიდვა და ქვეყნის პოტენციალის უფრო მეტად ათვისება. ამავე დროს, ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული წიაღის გადამამუშავებელი წარმოებების ამოქმედებაზე, რათა ჩვენ სასარგებლო წიაღისეულის მქონე ქვეყნიდან განვითარებული გადამამუშავებელი სექტორის მქონე სახელმწიფო გავხდეთ. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს," - განაცხადა მაია ზავრაშვილმა. გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები. (NS)
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)