|
2019-11-11 15:04:12, 1469 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს“ - ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილის მშობელს სასამართლოში სარჩელი შეაქვს
რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი 10 წლის შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს. ზურაბ ღვინიაშვილი მოითხოვს, რომ ფილმიდან ამოიღონ სცენა, სადაც მისი შვილი ფიგურირებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვები გადაღებაზე მოტყუებით წაიყვანეს. „მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებაზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ“, - განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა. ფილმში გადაღებული არასრულწლოვანის მამასთან ერთად, დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ბრეგაძის თქმით, პროკურატურისთვის მიმართვის პარალელურად, განცხადებს გაგზავნას გეგმავენ ოსკარების აკადემიაში, რათა ფილმი, ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით, ნომინანტთა სიიდან ამოიღონ.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)