13:13 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-10 17:34:30, 1347 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - საპატრიარქო კი არა მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა

საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია იქნება, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია.

„მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე, დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

არსებულ ვითარებაში უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics