14:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:13:39, 1571 ნახვა

კომენტარი
თურნავა: „ქართუ ფონდი“ დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას დახმარება სჭირდება

„ქართუ ფონდს" არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე - ის ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას ჭირდება დახმარება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ინტერნეტიზაციის პროექტში „ქართუ ფონდის" მონაწილეობას ეხებოდა.

„თავის დროზე, როდესაც ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, „ქართუ ფონდმა" სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამან გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან, რამაც, გარკვეულწილად, შეაფერხა პროექტის განვითარება. ახლა ვაკეთებთ ამ მოდელის განახლებას, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან არ შევდიოდეთ კონკურენციაში" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, როგორ და რა გზით განვითარდება პროექტი, რომელიც, მინისტრის შეფასებით, ძალიან საჭიროა. 

„ვფიქრობთ, რომ სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს და როდესაც იქნება უკვე დაზუსტებული ბიუჯეტი და მოდელი, მერე ვისაუბრებთ მისი დაფინანსების წყაროებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics