2026-07-09 14:05:17, 262 ნახვა
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეოთხედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა და 205 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 250-მდე პრემია გაიცა და 200-მდე ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- არმაზ ახვლედიანი, „ცოცხალი კედელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლაშა ბაბილუა, „განგაშის იავნანა“ (კალმოსანი)
- ლიკა გლურჯიძე, „ევრიდიკე (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
- ბექა ლოხიშვილი, „ზულეიხანი არსად არ არის“ (მწიგნობარი)
- სანდრო მეტრეველი, „ორ ჯოკერში გახიშტული“ (ინტელექტი)
- ტატო მოდებაძე, „ქორწილამდე წასაკითხი“ (პალიტრა L)
- ქეთევან სამხარაძე, „ჰაიდე, რაზიე! (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
- თაკო წულაია, „არაფერი არ გვემართება“ (პალიტრა L)
- თინათინ ხუტურიძე, „უთხარით ქარებს“ (კალმოსანი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ქეთი ნიჟარაძე, „სახელისა და დიდების ფენომენი ანტიკურ ლიტერატურაში“ (პალიტრა L)
- ნანა ტრაპაიძე, „რეალობის ლიტერატურული აჩრდილები“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა:
- მარიტა ლიპარტელიანი, „რომანტიკოსები (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
- თემო რეხვიაშვილი, „პათეტიკური მონოლოგები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- თამარ სუხიშვილი, „ქალღმერთი თითის წვერებზე (არც ერთი პიესა)“ (სამეფო უბნის თეატრი)
- დავით ხორბალაძე, „ტალახი“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- შოთა იათაშვილი, „მკვლელი მწერლები - დოკუმენტური ჰორორი“ (დიოგენე)
- გიორგი კაკაბაძე, „მიზეზთა ბუნება“ (ინტელექტი)
- გიორგი კეკელიძე, „სიკვდილის გაუქმება“ (პალიტრა L)
- ნოდარ ლადარია, „„ოთარაანთ ქვრივი“ - პარალელური წიგნი“ (ინტელექტი)
- არჩილ ქიქოძე, „პერუს დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ცოტნე ავსაჯანიშვილი, „ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“ (ინტელექტი)
- ლაშა იმედაშვილი, „უკან, მომავალში“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- დავით ქართველიშვილი, „ცვილის ფიგურები“ (პალიტრა L)
- ალეკო შუღლაძე, „ქალი სამრეკლოზე“ (ინტელექტი)
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცნობიერების წყვდიადი“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- მინდია არაბული, „საუკუნო უკუნი“ (მატარებელი კომიქს)
- ბექა ახალაია, „Homo-მაგნატი“ (ჯადოსნური სახლი)
- ნინი ელიაშვილი, „ბავშვს სადაც უნდა იქ იდგება“ (კალმოსანი)
- თამარ ჟღენტი, „მელიას კუდი“ (ინტელექტი)
- ალეკო ცქიტიშვილი, „თავები“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი:
- არჩილ ქიქოძე, „ომი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ლექსო პაიკიძე, „GUATE“ (ბენდესი)
- გოგა ქობალია, „სიკვდილი პაპანაქება მზეში“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი:
- ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ოდისეა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- თამარ გელაშვილი, ჯეიმზ ჯოისის „ღამისთევა ფინეგანისათვის“ (ინტელექტი)
- ლაშა გველესიანი, დევიდ ფოსტერ უოლესის „მოკლე ინტერვიუები ამაზრზენ კაცებთან“ (პოლინომიალი)
- ნანა გოგოლაშვილი, თომას მანის „იოსები და ძმანი მისნი (წიგნი I-II)“ (ინტელექტი)
- ასია დარბინიანი, კრებული, „თანამედროვე სომხური პროზა“ (პალიტრა L)
- კატია ვოლტერსი, იცხოკ (ისააკ) ბაშევის ზინგერის „მონა“ (პალიტრა L)
- თამარ კვიჟინაძე, იუნ ფოსეს „დილა და საღამო“ (პოლინომიალი)
- გიორგი ლობჟანიძე, ალი იბნ აბი ტალიბის „ნაჰჯ ალ-ბალაღა (გზა სრულქმნილი მჭევრმეტყველებისა)“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- ნიკა სამუშია, სალმან რუშდის „კიშოტი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ფანჯიკიძე, ჯენი ერპენბეკის „კაიროსი“ (ინტელექტი)
- რუსუდან ღვინეფაძე, ელიას კანეტის „დაბრმავება“ (სიესტა)
- ნინი ჩაკვეტაძე, ჰან კანგის „ვეგეტარიანელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- თაკო ჭილაძე და ლელა სამნიაშვილი, რეი ბრედბერის „ძენი და წერის ხელოვნება“ (პალიტრა L)
- თამარ ჯაფარიძე, მარგარეტ ეტვუდის „აღთქმები“ (პალიტრა L)
ავტორი: R (რეკლამა),
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|