|
2019-10-16 14:44:48, 1166 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ხაზარაძეზე: ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს
"მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს", - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულა და მინისტრი ცქიტიშვილი ყველაფერს აკეთებს ამ პროექტის განხორციელებისთვის. „ჩვენ ვიცით კონკრეტული ბრალი. მაგალითად ის, რომ 17 მილიონი ვიღაცამ ბანკიდან გაიტანა, შემდეგ კი ეს თანხა რაღაც ოფშორებში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ 17 მილიონი სადღაც გაქრა და არ მოხდა თანხის უკან დაბრუნება. ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავისი თავი არ დააზიანოს. მაია ცქიტიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ესეც ფაქტია, რომ სახელმწიფომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც ჰქონდა მას ვალდებულება. ხოლო ხაზარაძემ არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა არცერთ ეტაპზე", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ TBC ბანკისა და მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 15 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ 2017 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ანაკლიის პროექტს უნდა შეშვებოდნენ. როგორც ხაზარაძე ამბობს, იმ დროს, როცა მას ივანიშვილმა ეს უთხრა, პორტში უკვე 20 მილიონი ჰქონდა ინვესტირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)