|
2019-09-30 13:56:17, 795 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე: „ოცნების ქალაქთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე
აჭარის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქის" მიმდინარე პროექტს გამოეხმაურა: „მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება. ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან" დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად", რა თქმა უნდა უპირობოდ იქნება შესრულებული. გადაწყვეტილების მიღებისთანავე გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის დაწყებისთვის. დღეის მდგომარეობით უკვე პროექტირება დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დავიწყებთ მშენებლობას. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი მშენებლობისთვის და ასევე, მომავალ წელსაც არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო 1000-მდე ბავშვის იმ მდგომარეობაში ყოფნა. შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ყველა უსახლკარო მიიღებს ბინას და არავის მივცემთ უფლებას, არც პოლიტიკოსებს და არც არაპოლიტიკოსებს, რომ ნიველირება მოახდინონ ან ჩრდილი მიაყენონ ამ გადაწყვეტილებას. ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს ვთხოვ, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი გაუწიონ იქ მიმდინარე პროცესებს, და კიდევ უფრო უკეთ იქნას ახსნილი, როგორც დღეს არსებული მდგომარეობა, ასევე დაგეგმილი ღონისძიებები. მთავრობის სხდომაზე აჭარაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასევე, განიხილეს სოფლის მეურნეობისა და განთლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებები. სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქედის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგები ესწრებოდნენ.
(NS)
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)