|
2019-09-25 14:58:20, 1346 ნახვა
საზოგადოება
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გარკვეულ ეტაპზე, რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა. „ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ მთლიანად შეცვალა გაზის მილები, GWP-მ განახორციელა წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. მეორე ეტაპზე მიწისზედა სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად მიწისქვეშ იქნა ჩატანილი და გზა დაიხაზა. ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი შეიქმნა, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მართალია, პროცესი დიდხანს გაგრძელდა და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგით დასრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. ამ პროექტისთვის ბიუჟეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ არეალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული სქემაც ამოქმედდება. კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი, როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსების და მიკროავტობუსების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება. N6 და N29 ავტობუსები და N4, N11, N 58, N66, N72, N124, N161 და N208 მიკროავტობუსები ფანჯიკიძის ქუჩის ნაცვლად კანდელაკის ქუჩაზე იმოძრავებენ, რაც ფანჯიკიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება შეამცირებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის დროს და საბურთალოს ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურებას გააუმჯობესებს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კანდელაკის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე კუნძული მოეწყო. ავტომანქანების პარკირებისთვის კი, კანდელაკის ქუჩის მთელს სიგრძეზე უკიდურესი მარჯვენა ზოლი გამოიყოფა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კომპანია „თბილისი ენერჯისა“და GWP-ს წარმომადგენლები.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)