|
2019-09-24 12:52:18, 939 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი იმართება
ბათუმში, 2019 წლის 24-27 სექტემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი (NATIONAL SEMINAR ON FACILITATION OF INTERNATIONAL MARITIME TRAFFIC) იმართება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განცხადებით, სემინარი დაიგეგმა საქართველოს მოთხოვნით IMO-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში მთავრობის ინიციატივის - საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის ხელშესაწყობად და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნავსადგურებში გემების მიმოსვლის პროცესებში უშუალოდ ჩართული სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. - „სემინარი ტარდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ მათგან მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ჩვენი საპორტო პროცედურების დახვეწასა და თანამედროვე მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში“ - განაცხადა ივანე აბაშიძემ. ვორქშოფზე საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საქართველოს სანავსადგურე სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პერსპექტივებს და მოსალოდნელი შედეგებს, ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების თანამედროვე ელქტრონული ასპექტების შესახებ კონცეფციას, საქართველოში არსებული გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების სისტემას და არსებული გამოწვევებს. როგორც IMO-ს გემების მოძრაობის გამარტივების სამმართველოს უფროსმა ჯულიანა ბრილგარსიამ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აქტიური წევრია და თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მუშაობაში. IMO მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების ინიციატივებს, მათ შორის ქართულ ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)