|
2019-09-20 19:44:31, 1096 ნახვა
საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადების თანახმად, მედიაში კომპანიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. „Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. მერიდიანი ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები. მერიდიანს და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით - მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. მერიდიანის გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის: ▸ ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა ▸ მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი) ▸ Food Union - ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში ▸ Novaport - ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში, წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია - ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე. მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/ კონსორციუმი განმარტავს, რომ მერიდიანი არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის. კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)