|
2019-09-19 17:13:10, 1888 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეთა ნაწილი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252-ე მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება: დევნილები − 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 607 063 ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები − 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 662 281.21 ლარი; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები − 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 909 193 ლარი; ასაკით პენსიონერები − 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 853 933 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები − 2 083 საქმე, ჯამურად − 1 451 459 ლარი; მარტოხელა მშობლები − 132 საქმე, ჯამურად − 54 248 ლარი.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)