|
2019-09-12 13:46:07, 1557 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველაზე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს. კორპუსის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს: „საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეციალურმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სასწრაფო წესით გადაიკეტა გაზის ონკანები, დაკეტილ ბინაში შესვლის მიზნით კი სამაშველო ეკიპაჟის გამოზახება მოხდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი ღიად, გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ მოქალაქეს რომელმაც ყურადღება გამოიჩინა და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა. მადლობა „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებს დროულად და პროფესიონალურად შესრულებული საქმისთვის. კომპანია ასევე მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისთის. „თბილისი ენერჯი“ კიდევ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებით საშიშია ცივი ამინდების დროს, მაშინ როცა ფართის განიავება არ ხდება. გახსოვდეთ, თქვენს უყურადღებობასა და დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანის სიცოხლე შეეწიროს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე“, - ნათქვამია “თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)