|
2019-09-06 11:18:46, 851 ნახვა
საზოგადოება
ჯანჯღავას პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 7 600 კვ. მ ფართობი, სადაც ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული ქუჩა რაიონში ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთი იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო და მოსახლეობას მოწესრიგებული გზით ესარგებლა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული. გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განახორციელა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)