|
2019-09-03 14:13:20, 1098 ნახვა
საზოგადოება
ქართული ქვევრის პრეზენტაცია პოლონეთში გაიმართა
პოლონეთში გამართულ მასშტაბურ ფოლკლორულ ფესტივალზე „Pannonica folk festival 2019" ქართული ქვევრის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანია ქვევრის დამზადებისა და მის გამოყენების სრული ციკლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე ფილმის - "დამზადებულია ქვევრში" ჩვენება გაიმართა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. ფესტივალზე თიხის გამოსაწვავი ღუმელის დემონსტრირებაც მოხდა. აღნიშნული ღონისძიება ფესტივალის ცენტრალურ ადგილას მოეწყო და ქვევრის ნახვის საშუალება ბევრ სტუმარს მიეცა. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ფესტივალმა ასევე უმასპინძლა სემინარებს ქართული ღვინის შესახებ, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას" ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა. მისი განცხადებით, მონაწილეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული ღვინითა და მისი კულტურით. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინოები. საგამოფენო სივრცეს ღვინის პროფესიონალები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)