22:27 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 18:12:20, 2163 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გაღრმავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

იური ნოზაძემ  ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ასევე სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ითანამშრომლოს  ყირგიზეთის რესპუბლიკასთან გამოცდილების გაზიარების და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის რამდენიმე კონკრეტული მიმართულება განიხილეს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, მეცხოველეობა, მემარცვლეობა და მევენახეობა-მეღვინეობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების არსებობის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც გაღრმავდება.

როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აზიზბეკ მადმაროვმა შეხვედრაზე აღნიშნა,  ყირგიზეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა არსებობს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა და მისი განვითარებისთვის, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, ურთიერთობების გაღრმავება  მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის, სასურველია გააქტიურდეს კომუნიკაცია ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში.  

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics