|
2015-07-10 12:00:02, 637 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი, რომელებიც მეწყრის, მიწისძვრის და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხებს ეხებოდა. კერძოდ, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ხელვაჩაურის და ქობულეთის გამგეობების მიერ წარმოდგენილი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 26 ოჯახისათვის 3 თვით ბინის ქირის გაგრძელების თაობაზე, სერთო თანხა შეადგენს 23 400 ლარს. აქედან, 9 ოჯახი ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 17 ოჯახი ქობულეთის მინიციპალიტეტში. კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე ასევე, მსჯელობა გაიმართა მეწყრის შედეგად დაზარალებულ 3 ოჯახზე სახლის აღდგენის, ახლის აშენების ან ადგილმონაცვლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, რომელთა საერთო საკომპენსაციო თანხა განისაზღვრებოდა 40 000 ლარით. ხოლო მეწყრის შედეგად დაზარალებული 5 ოჯხისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის თაობაზე. აქედან, 1 ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, სხვა ოჯახები კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის. კომისიამ ამ შემთხვევაშიც დადებითად გადაწყვიტა დაზარალებულთა დახმარების საკითხი, მხოლოდ ერთ ოჯახთან დაკავშირებით დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტს დამატებითი მოკვლევის წარმოდგენა. სამთავრობოს კომისიის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზარალებული 2 ოჯახის დასახმარებლად ასევე, გამოიყო 18 407 ლარი. აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს, დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხები გამოიყოფა აჭარის ა/რ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)