17:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 15:28:59, 302 ნახვა

საზოგადოება
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა

შს სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

კერძოდ, შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა.

"პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია 5 მილიონი ლარი დაჯდება
სტრასბურგმა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის განხილვა დაიწყო
The Telegraph: აშშ პოლონეთს რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ თავდასხმაზე აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics