|
2019-08-20 18:54:28, 1124 ნახვა
საზოგადოება
გიგაური: R2-დან ჟურნალისტების გაშვების მიზანია რომ არხს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა არ ჰქონდეს
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს. გიგაურმა „რუსთავი 2“-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის დაპირება გაიხსენა, რომელიც არხის ჟურნალისტებს ხელშუხებლობას ჰპირდებოდა და აღნიშნა, რომ პირობა დაირღვა. „ყველას გვახსოვს, რომ არხის ახალი მფლობელი საუბრობდა იმაზე, რომ შეეხებოდა მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორს და სხვას არავის. იგი ასევე საზოგადოებას გარანტიებს აძლევდა, რომ არ შეიცვლებოდა არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა. ვხედავთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფ ჟურნალისტებს, მაშინვე, როგორც კი მოუნდა, შეეხო. ეს, ცხადია, მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არხზე არის. მიზანი ხომ არა ვინმეს სამართლიანობისა და უფლების აღდგენა იყო, მიზანი იყო სწორედ ის, რომ ამ არხს არ ჰქონოდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ის ეჭვები გამართლდა, რაც თავიდანვე გვქონდა და ცხადია, რომ არამხოლოდ ნოდართან, სხვებთანაც იქნება მსგავსი კომუნიკაცია და მიზანი იქნება სწორედ ის, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა არაფერი კრიტიკული არ თქვან ამ მთავრობაზე. არ ისაუბრონ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე, არ ისაუბრონ გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე და ა.შ.“, - აცხადებს ეკა გიგაური.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)