|
2019-08-20 17:16:02, 1265 ნახვა
საზოგადოება
მელაძე: შემომთავაზეს, რომ ტელევიზიაში იქნებოდა ადამიანი, რომელთანაც კონკრეტული სიუჟეტები უნდა შემეთანხმებინა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მელაძის ინფორმაციით, მან უარი თქვა ივანიშვილის წინადადებაზე, რომელსაც „კურიერის“ სიუჟეტების გაკონტროლება კონკრეტული ადამიანის მეშვეობით სურდა. „ორი კვირის წინ ქიბარ ხალვაშის სახელზე ტელევიზიის გადაფორმებიდან ზუსტად ორ კვირაში, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა და ამის შესახებ "კურიერის" ნიუსრუმში ჟურნალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, ჩემთან ჰქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ "რუსთავი 2-ისგან" "იმედის" გაკეთება და კრიტიკის რაღაც დოზა "კურიერში" დარჩება. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, უბრალოდ, უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი, იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციის და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა დამეგეგმა. "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გეგმავს აბსოლუტურად ყველა გამოშვებას და შესაბამისად, მას მიუწვდება ხელი ყველა გამოშვებაზე და ყველა რეპორტაჟზე. აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მარტივი გამოსავალი იქნებოდა, თუ მე დავთანხმებოდი ამ წინადადებას, დაარქმევდნენ ოფიციალურად, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, მაშასადამე, არ შეიცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა, ჩამოიწეოდა „ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ, რომ ის თავად ებრძვის ქურდებს ბიუჯეტის, თუმცა, იყო რაღაც თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე მათ ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)