|
2019-08-16 12:12:07, 1092 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ახვლედიანი თედ ჯონასზე: ის საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელია
„ის არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი იურისტ თედ ჯონასს, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართავს. ახვლედიანის შეფასებით, თედ ჯონასი ლგბტ თემის წარმომადგენლების ინტერესებს ფინანსური სარგებელის გამო იცავს. „როგორც ჩანს, ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ იურისტი, ის არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი და იცავს მათ ინტერესებს. მან იცის, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და როგორც ჩანს, ახლა სწორედ აი, ეს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს უკვე სასამართლო წარმოების კონტექსტში. აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოებისას მიაჩნია, რომ არა ბუნებრივის და არა ნორმალურის და გაუკუღმართებულის ნორმად დაკანონება არის მიუღებელი“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. წერილში, რომელიც თედ ჯონასმა პროკურატურაში გაგზავნა, აღნიშნულია ის დარღვევები, რომელიც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 2019 წლის ივნისში „თბილისი პრაიდისა“ და მისი მომხრეების საწინააღმდეგოდ ჩაიდინა. „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”, - აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძისადმი გაგზავნილ წერილში. მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)