|
2019-08-15 13:11:56, 876 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია როგორც 2017 წლის, ასევე 2016, 2015 და 2014 წლების მაჩვენებელზე. მათივე განმარტებით, 2018 წელს რეინვესტიციის მოცულობამ 437.2 მლნ აშშ დოლარი შადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს სამ უმსხვილეს ქვეყანას შორის აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და ბრიტანეთია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 246.4 მლნ აშშ დოლარი (19.5 %), ნიდერლანდებიდან - 208.4 მლნ აშშ დოლარი (16.5%), ბრიტანეთიდან - 178.8 მლნ აშშ დოლარი (14.1%) შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან, ასევე, აშშ (8.1%), ჩინეთი (6%), ჩეხეთი (5.9%), პანამა (5.9%), რუსეთი (5.5%), ლუქსემბურგი (4%), თურქეთი (3.9%).
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)