|
2019-08-15 11:33:48, 866 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 9 საბავშვო ბაღში გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის 6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები შემოდგომაზე განახლებულ, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში დაბრუნდებიან. ამჟამად, დედაქალაქის 9 საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება. მათგან შვიდი კაპიტალურ გამაგრებას ექვემდებარება, 2 შენობაში კი მხოლოდ ავარიული ფლიგელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის N4, N170, N200, N100, N126, N150, N144, N55 და N2 საბავშვო ბაღების ავარიულობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა, რის შემდეგაც კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული შენობებიდან ბავშვები ახლომდებარე ბაღებში და ალტერნატიულ შენობებში გადანაწილდნენ. შენობების გამაგრების პარალელურად, განახლდება საბავშვო ბაღების ეზოები - შეიცვლება გზის საფარი და მოეწყობა სათამაშო მოედნები. მიმდინარე სამუშოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაათვალიერა. მისი განცხადებით, ორი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეკონსტრუქცია შედარებით გრძელვადიანი იქნება.
(NS)
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)