|
2019-08-15 10:55:32, 1027 ნახვა
საზოგადოება
ია კიწმარიშვილის „რუსთავი 2-ის“ ქონების დაჩქარებული წესით დაყადაღებას ითხოვს
„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი“, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი ავრცელებს. იგი სასამართლოსგან „რუსთავი 2“ -ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. გარდა ამისა, კიწმრიშვილი პოტენციურ მყიდველებსაც მოუწოდებს არ გახდნენ საეჭვო გარიგების მსხვერპლი. „მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას. მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა რაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში. მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ „კეთილსინდისიერ” მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლაში და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა და ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად სცნო და „რუსთავი 2“ ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დაუფლების და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით და შესრულებით. მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე) და ყველა მომდევნო მფლობელი და მოვუწოდებ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას“, - ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)