|
2019-08-14 18:27:14, 1034 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „თიბისი ბანკის“ მობაილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი ბანკის ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო - საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის. გამარჯვებული ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინა: ციფრული ბანკის მომხმარებლების მოზიდვა და მათთვის ეფექტური პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, ციფრული სერვისების მომხმარებლების ბაზის გაფართოება, შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურების მრავალფეროვნება, მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი
„ციფრული საბანკო მომსახურება სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ციფრული ბანკებისთვის დაწესებული ჯილდოები ამ სფეროში ინოვაციის და წარმატების აღიარების დასტურია", - განაცხადა ჯოზეფ დ. გიარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა. Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან სხვადასხვა კატეგორიაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)