|
2019-08-14 12:21:01, 895 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტამ საბერძნეთისდა იტალიის მიმართულებით ამანათებისგაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირა
როგორც თქვენთვის ცნობილია საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, სწორედ ამის გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ მიიღო გადაწყვეტილებადაეწყო კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რაც გულისხმობს საქართველოდან ამ ქვეყნების მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის მკვეთრ შემცირებას, ამასთანავე საქართველოს ფოსტა ემიგრანტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემა /შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი. ხოლოსაბერძნეთსა და იტალიაში, საქართველოს ფოსტის უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებულიამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა. პროექტის ფარგლებში ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებითგახლავთ 1 კგ. - 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. - 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე. „ჩვენთვის როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამმოხატვის ფორმითმათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა.ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი.პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთსაბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)