15:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-11 16:48:35, 8246 ნახვა

საზოგადოება
მღვდლებმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ყინწვისში არ შეუშვეს

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებს არ უშვებენ. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.

„უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრვ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან“- წერია სააგენტოს განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში შესვლას და ზარალის რეალურად ნახვას მეორეჯერაც ქონდა ადგილი, თუმცა აგრესიულად განწყობილი მღვდლების ნაწილმა, სააგენტოს წარმომადგენლებს ამის საშუალება არ მისცეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სასულიერო პირების მიერ ყინწვისის მონასტრის იატაკის ფენილის მოწყობას არაკანონიერად მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics