|
2019-08-07 15:44:59, 956 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოების შედეგს, დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უფუნქციო შენობა-ნაგებობების ნაცვლად, აქ გზის გამყოფი ზოლი მოეწყო, რომელიც შემოდგომაზე გამწვანდება. „აქ იყო დახურული ტერიტორია. გზა იყო გადაკეტილი, შეუძლებელი იყო მოძრაობა და მძღოლებს უწევდათ გვერდის ავლით გადაადგილება. აქ იყო განთავსებული მეტროს გამნიავებელი შახტი. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი გაუკეთდა იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგა აქ. ახლა ხედავთ, რა კარგი სივრცე გამოვიდა. გაკეთდა შუა ზოლი, სადაც შემოდგომაზე დაირგვება ხე-მცენარეები. განათებები, მოაჯირები და სხვა დანარჩენი გაკეთებულია და ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილია მოსახლეობაც და მძღოლებიც, რომლებიც ამ კონკრეტული მონაკვეთით სარგებლობდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის თქმით, შეიცვალა შახტის ზედაპირი და მოხდა მისი გადაადგილება იმგვარად, რომ გზა გახსნილიყო. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ობიექტზე არსებულ უფუნქციო შენობა-ნაგებობებს და ლითონის ღობეს; რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი; მოეწყო გზის გამყოფი ზოლი მოაჯირებით, ბორდიურები და ტროტუარები; შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 1 100 000 ლარია. პროექტი თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ -„ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ აწარმოა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. დედაქალაქის მერთან ერთად სამუშაოებს გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბირბიჩაძე.
(NS)
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)