|
2019-08-06 14:54:55, 1010 ნახვა
საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი
"ამ პროგრამით და სხვა ნაბიჯებით, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება, მოგვეცემა საშუალება, თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის და სხვა მოქალაქეებისთვის, მედიკამენტების შეძენის ხარჯი იქნება მინიმალური",- ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს თბილისის საკრებულოში, იმ პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოს იმ პრობლემების სისტემური მოგვარება, რომელიც არის საზოგადოებაში და ქვეყნის ეკონომიკაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება განიხილებოდეს სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთ ნაბიჯადაც, ვინაიდან, ბოლო კვლევების თანახმად, მოქალაქეების შემოსავლის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიდის მედიკამენტების შეძენაში. „ჩვენ ვაშენებთ სოციალურად პასუხისმგებელ სახელმწიფოს. მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოქალაქეებთან და სამუშაო ადგილებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი ხალხის წინაშე, ეს არის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. მინდა ცალკე გამოვყო ხელმისაწვდომობა წამლებზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენ პრინციპული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას ამ პრობლემებთან გამკლავება. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პრიორიტეტული დავალება, რომელიც მივეცი ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი პენსიონერები და სხვადასხვა ჯგუფები შეძლებენ სიმბოლურად - 1 ლარად შეისყიდონ მათთვის აუცილებელი მედიკამენტები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, პროგრამა მოიცავს ყველაზე უფრო გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებები. „უკვე 2 წელია მოქმედებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლითაც უკვე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ იყო საკმარისი. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად ჩვენი პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ ამ პროგრამით. აქვე მსურს, ყველას შეგპირდეთ, რომ აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ეს სიაც გაფართოვდება. ეს არის პრიორიტეტული დავალება, რომელიც არის მიცემული ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა ამოქმედებულია საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული მედიკამენტების შეძენა 118 აფთიაქში არის შესაძლებელი.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)