|
2019-08-06 14:21:55, 774 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა დ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ლაბორატორია 15 წლისაა
შპს ღვინის ლაბორატორიამ დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა. როგორც გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, ღვინის ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორია საქართველოში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით 2004 წელს დაარსდა. საამაყოა, რომ ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობენ პროფესიონალები, შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე ენოლოგები, ქიმიკოსები და ბიოლოგები. თითოეულ მათგანს ვულოცავ იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. აღსანიშნავია, რომ ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, კონფიდენციალური, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე. ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით. მისასალმებელ სიტყვაში ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ იუბილე მიულოცა ლაბორატორიის თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 2014 წლიდან ღვინის ლაბორატორია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაშია და წარმოადგენს ბაზას, სადაც ხორციელდება ცენტრში მიმდინარე კვლევები მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მიმართულებით. ლაბორატორია თანამშრომლობს, როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაციებთან, ასევე, უნივერსიტეტებთან, მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრის მომზადების ხელშეწყობისთვის. იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ღვინის ლაბორატორიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო უნივერსიტეტებისა და ღვინის კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)