|
2019-08-05 11:18:55, 741 ნახვა
საზოგადოება
თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღიჭურვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციამ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე, დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს. შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI" - იმ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია „OCEM"-მა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ICAO-ს II კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემებით აღჭურვა. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოახლოების სანათების ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO - ს სტანდარტებთან. როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის დასრულება გახდება იმის საფუძველი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს. განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს თბილისის აეროპორტში და საჰაერო ხომალდებს დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობების და დაბალი ხილვადობის დროს.
(NS)
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)