|
2019-08-03 10:46:27, 1579 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უყურეშისა და ქვედა ცაგერის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მოსახლეობას მიღწეული შედეგები გააცნო. სოლომონ პავლიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული რეგიონი მცირემიწიანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერები არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს შეშით მომარაგების ახალი სქემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ამ ტიპის შეხვედრებით განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს უშუალოდ ადგილობრივებთან ერთად. ცაგერის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები; ჯამში, 132 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რაც, უდავოდ, შთამბეჭდავი რიცხვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, უსახელოურისა და ორბელური ოჯალეშის დარეგისტრირება. აღნიშნულ რეგიონს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი და რაჭისა და საჩხერის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხვამლის მთასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს მის განვითარებას. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ოყურეშსა და ქვედა ცაგერში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საკითხად დაურეგისტრირებელი მიწებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.
(NS)
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
ეკა კუპატაძე – ბრძოლის სერიოზული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, თუმცა მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ სამართალი აღდგა
კახა კახიშვილი - თითქმის მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენასთან დაკავშირებით განმარტებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად, მეტი ეჭვი გააჩინა
ევროკავშირის წარმომადგენლობა - მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის წლისთავზე, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)