12:08 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 13:02:54, 916 ნახვა

საზოგადოება
კოოპერაციის შესახებ იაპონიის გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს გააცნეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით,  სემინარი თემაზე „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივმა წარმომადგენელმა  საქართველოში,  ეჯირი იოკიჰიკომ მიმართა.   

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის ექსპერტები ონეკურა სუსუმუ   და ნაკადა შუნიჩი ხელმძღვანელობდნენ.  სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა კოოპერატივის, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტის  შექმნისა და  განვითარების  თავისებურებები განიხილეს და იაპონიაში სოფლის მეურნეობის და  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების გამოცდილება გაიზიარეს.  

სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების მხარდაჭერაზე, მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე  ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ.

სემინარს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და  საქართველოს პარლამენტის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“   ფარგლებში გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics