|
2019-07-31 14:18:20, 1232 ნახვა
საზოგადოება
დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს
დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს - ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. სამოქალაქო ჯგუფი დელიმიტაციის კომისიისგან მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებების გაცნობას და სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებულ შემადგენლობასთან საჯარო შეხვედრას ითხოვს. „მოგეხსენებათ, დავით-გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველოს მხრიდან აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს სენაკები ხელმისაწვდომი იყო. 25 აპრილიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მოცემულობა, რომ დაირღვა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სტატუს ქვო, რის შედეგადაც საქართველოს მხრიდან ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და აღდგომის მონასტრების ხელმისაწვდომობა დაიკარგა. ეს კი იწვევს საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია ინტენსიურად მუშაობს. აქედან გამომდინარე, გარეჯის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფი მიმართავს საქართველოს მთავრობას და დელიმიტაციის კომისიის ქართულ მხარეს შემდეგ საკითხებზე: • სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიამ გაგვაცნოს მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებები და დაადასტუროს, რომ საქართველოს პოზიცია დამყარებულია 1996 წლის დელიმიტაციის კომისიის პირველ ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერზე, სადაც საზღვრის დადგენის საბაზისო რუკად მიღებულია 1938 წლის რუკა, რაც ასევე დადასტურებულია აზერბაიჯანის ოფიციალური ხელმოწერით და სახელმწიფო ბეჭდით.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)