|
2019-07-28 20:59:21, 1430 ნახვა
საზოგადოება
მომხდარი ტრაგედიის გამო ხვალ დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა
ხვალ, 2019 წლის 29 ივლისს, დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე. გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად. მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა, გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში, ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის, მაშველებმა შეძლეს 6 მოქალაქის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან აქტიურად განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნით დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)