|
2019-07-24 18:38:44, 982 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ISUZU-ს ქარხანაში თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. დედაქალაქის მერის თქმით, ავტობუსების პირველი პარტია თბილისში სექტემბრისთვის შემოვა. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობა. ყველა საგზაო პროექტში გათვალისწინებულია ზოლები ავტობუსებისთვის, რათა ისინი თავისუფლად, საცობების გარეშე გადაადგილდნენ. თბილისის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, დამატებით, დაახლოებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზეც. „მათგან ასი გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო ასი - ელექტრო. ელექტროავტობუსების შესყიდვაზე კიდევ ველოდებით დასკვნებს. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს ელექტროავტობუსების შესყიდვის გამოცდილება, თუ როგორი უნდა იყოს, დამუხტვის სისტემა, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ევროპული ქალაქებიც ეტაპობრივად, ელექტროავტობუსებზე გადადიან და ჩვენც, რადგანაც სიახლეა, ეტაპობრივად დავიწყებთ ამაზე მუშაობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდა ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელს თუგრუნ არიკანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)