|
2019-07-24 10:13:38, 1064 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის ჯანდაცვის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იმუშავებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის აუცილებელი, როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის. სწორედ ამ რგოლიდან უნდა იწყებოდეს ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომა. ამავდოულად უნდა გავაუმჯობესოთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სერვისების ხარისხი.“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოამდგენელს ასევე გააცნო ინოვაციური ინიციატივა ტელემედიცინის დანერგვის შესახებ, რისი პილოტირება უკვე დაწყებულია იმერეთში. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის მკურნალობის პროცესს და მის უწყვეტობას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხია. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ზუსტად გამოიკვეთოს ის მიზეზები, რის გამოც მედიკამენტებზე მოსახელობის ჯიბიდან გადახდები არის მაღალი და მოხდეს ამ ფაქტორებზე რეაგირება. ჯანდაცვის მინისტრმა სილვიუ დომენტეს ასევე, გააცნო მისი ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შესახებ. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რაც სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გაატრა დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლისთვის, თუმცა მინისტრის შეფასებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების და მექანიზმების შექმნა, რომლებიც მეტად გააკონტროლებს სახელმწიფოს ხარჯებს და მათ მიზნობრიობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მინისტრის ხედვები სრულ თანხვედრაშია როგორც პირადად მის შეხედულებებთან, ასევე იმ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლითაც გლობალურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვეყენები. სილვიუ დომენტემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)