|
2019-07-23 16:04:59, 1844 ნახვა
საზოგადოება
მელაძე: ზარდიაშვილის ინტერვიუთი დგინდება, რომ უკანონოდ მისმენენ - მივმართავ ომბუდსმენს და NGO-ებს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ მის სატელეფონო საუბრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს. ამით მელაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია "რუსთავი 2"-თან, კერძოდ კი, ნოდარ მელაძესტან პარტიის შიდა ინფორმაციების გატანაში დაადანაშაულა. ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდა. "დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, "რუსთავი 2'-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც "კურიერისთვის" მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება. 1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება. 2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება. 3. ფარულ მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. პ.ს. ანუ ეთერში 100 % სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო", - წერს ნოდარ მელაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)