|
2019-07-22 15:08:54, 1438 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო დევნილთა საკითხებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნეს, აუცილებელია გატარდეს რეფორმა, რომელიც დევნილთა სოციალურ კეთილდეღეობას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს. გარდა დევნილთა საკითხებისა, მინისტრმა ყუადღება გაამახვილა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე. როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება გერმანიაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხში და ასევე გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საქმეში. „ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. მინისტრი კარგად იცნობს ჯანდაცვის გერმანულ მოდელს და აქვს კონკრეტული მოსაზრება, თუ რა შეიძლება იყო ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“-განაცხადა გერმანიის ელჩმა.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)