|
2019-07-19 20:26:51, 1633 ნახვა
საზოგადოება
რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგილი ამხანაგური მატჩი რაგბში აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ Tass რუსეთის საგბის ფედერაციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მატჩი თბილისში 27 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ფედერციაში აცხადებენ, მისი გადადება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დაძაბულ ვითარებას უკავშირდება. "რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს იწვევს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებით, მატჩის გაუქმება ორი ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე არ აისახება. "რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)