|
2019-07-19 13:04:09, 902 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში ახალი სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ვარკეთილი 3-ის პირველ მიკრორაიონში, N21ა კორპუსის მიმდებარედ 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და შშმ პირთათვის ადაპტირდა. სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა. სპორტული მოედნის მშენებლობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი გამოიყო. ახალი სპორტული მოედნის მოწყობა ასევე, მიმდინარეობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის N406 კორპუსის მიმდებარედ. 540 კვ.მ ფართობის ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ივლისის ბოლომდე გაიხსნება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 93 500 ლარია. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა. სპორტული მოედნების მოწყობას სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკა სპორტი“ ახორციელებს. სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს უკვე 15 სპორტული მოედანი და 26 ფიტნეს ზონა მოეწყო.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)