06:19 - 06 Aug, 2026
|
2019-07-19 11:52:00, 1033 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“- 26%, „გაერთიანებული ოპოზიცია“ - 22% - IRI-ის კვლევა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 26%; გაერთიანებული ოპოზიცია - 22%; „ევროპული საქართველო“- „თავისუფალი დემოკრატები“ - 7%; „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია - 5-5%, რაც შეეხება, „გირჩს“ მას გამოკითხული მოსახლეობის 1% უჭერს მხარს. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 22%-ს. ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)